ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა


ოპოზიციამ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა

რეფერენდუმი მეტ-ნაკლები წარმატებით ჩატარდა სირიის შედარებით მშვიდ რეგიონებში.

სირიაში მიმდინარე რეფერენდუმს, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებასთანაა დაკავშირებული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ბრიტანელ უფლებადამცველთა განცხადებით, მთავრობის მიერ დანიშნული რეფერენდუმის მიუხედავად, ხელისუფლებამ ჰომსის ბომბარდირება განაახლა. დაუზუსტებელი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა დღეს 31-ს აღწევს.

სირიელი აქტივისტების თქმით, ქალაქ ჰომსში რეფერენდუმზე გამოცხადება ვერავინ გაბედა. ინტერნეტზე გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს ტალახში და ნანგრევებში გადაყრილი ბიულეტენები.

რეფერენდუმი მეტ-ნაკლები წარმატებით ჩატარდა სირიის შედარებით მშვიდ რეგიონებში. განსაკუთრებული ენთუზიაზმი აღინიშნებოდა დედაქალაქ დამასკოში, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ბიზნეს-წრეებში და რელიგიურ უმცირესობებში ჯერ კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

XS
SM
MD
LG