ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს აფრთხილებს


ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს აფრთხილებს
ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ს აფრთხილებს

დასავლეთი ამტკიცებს, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლებას.

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გაფრთხილა შეერთებული შტატები და ისრაელი, თავი შეიკავონ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისგან, თორემ გამანადგურებელ საპასუხო დარტყმას მიიღებენ.

ჩინეთის განცხადებით, სანქციებს არ შეუძლიათ გაფანტონ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს განცხადება დასავლეთის ქვეყნების დემარშის შემდეგ გააკეთა, რომლებმაც თეირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვეს, თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის გაეროს ინსპექტორებთან თანამშრომლობაზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების შემდეგ, ამგვარი სანქციების შემოღებას ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაუჭირეს მხარი.

ამ მოხსენების მიხედვით, ირანის ბირთვული პროგრამა შეიცავს, როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო კომპონენტებს. დასავლეთი ამტკიცებს, რომ ის არ დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლებას. თავის მხრივ თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG