ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კვლავ აფეთქებებია


ერაყში კვლავ აფეთქებებია
ერაყში კვლავ აფეთქებებია

ერაყის დღევანდელ ხელიუსუფლებას არ ძალუძს დამოუკიდებლად უშიშროების უზრუნველყოფა.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ბაღდადში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიასთან ორი აფეთქება მოხდა, რამაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, 14 დაიჭრა.

პირველი აფეთქება ბაღდადის რისალას უბანში მდებარე მაღაზიასთან მოხდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე წუთში, როდესაც პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა ტერორისტებმა მეორე უფრო ძლიერი ბომბი ააფეთქეს.

ამ ფონზე, ერაყის ლიდერები მსჯელობენ დართონ, თუ არა ნება ამერიკელ სამხედროებს მომავალ წელსაც დარჩნენ ქვეყანაში, რადგან მათი წასვლის შემდეგ აშკარაა, რომ ერაყის დღევანდელ ხელისუფლებას არ ძალუძს დამოუკიდებლად უშიშროების უზრუნველყოფა.

XS
SM
MD
LG