ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


პაკისტანში კვლავ მსხვერპლია

ხუთშაბათს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სამგზავრო ავტობუსს , რამაც 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში არეულობას 93 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს 150 ეჭვმიტანილი დააკავეს. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა პაკისტანის უშიშროების ძალებს იარაღის გამოყენების უფლება მისცა.

გუშინ კარაჩიში დისლოცირებულ უშიშროების ძალებს დამატებით 1000 პოლიციელი შეუერთდა. ხუთშაბათს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა სამგზავრო ავტობუსს , რამაც 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც პოლიცია აცხადებს, დაპირისპირებამ ორ პოლიტიკურ პარტიას შორის გამოიწვია კარაჩიში არსებული არეულობა.

ამნესტი ინთერნეიშენალმა გააკრიტიკა პაკისტანის მთავრობის გადაწყვეტილება უშიშროების ძალების მიერ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

პაკისტანში ადამიანის უფლებები დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, კარაჩიში გამძვინვარებულ არეულობას 490 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. .

XS
SM
MD
LG