ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ


ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ
ამერიკელები ხსოვნის დღეს აღნიშნავენ

ხსოვნის დღის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი სანახაობა, ეგრეთ წოდებული, „მგორავი ქუხილია".

ამერიკელები დღეს ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ისინი პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ ჯარისკაცებს. მთელი ამერიკის მასშტაბით დღეს უამრავი აღლუმი, სპორტული ღონისძიება და საზეიმო ცერემონიალი იმართება.

ხსოვნის დღეს მაისის ბოლო ორშაბათს აღინიშნება.

არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად მდებარეობს, მოხალისეებმა თითოეულ საფლავზე ამერიკის მცირე ზომის დროშები დადგეს.

ხსოვნის დღის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი სანახაობა, ეგრეთ წოდებული, „მგორავი ქუხილია,“ რომლის დროსაც ათასობით მოტოციკლეტისტი პენტაგონიდან ვაშინგტონისკენ ნელი სვლით მიერმართება ამერიკის ომების ვეტერანებისა და ომში დაკარგული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად. მსვლელობას "ქუხილი" ათასობით მოტოციკლეტის მიერ გამოცემული ხმაურის გამო ჰქვია.

ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი და გაერთიანებული შტაბების უფროსი ადმირალი მაიკლ მალენი დღეს მოტოციკლეტისტებს სიტყვით მიმართავენ.

XS
SM
MD
LG