შაბათს, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაღესტანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ავარიული დაშვების დროს დაიშალა.
ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი, აფრენიდან რამდენიმე წუთში იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.
თვითმფრინავს 9,000 მეტრის სიმაღლეზე ორი ძრავა გაეთიშა, მესამე კი დაშვების დროს გამოვიდა მწყობრიდან.
ტუ-154 დაღესტანის დედაქალაქ მახაჩყალაში მიფრინავდა.