სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რეფერენდუმისას, რომლის შედეგადაც ქვეყნის სამხრეთი შესაძლოა ჩრდილოეთს გამოეყოს, მოსალოდნელი ჩარევის შესახებ ისაუბრა.
ალი ალ- კირთიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს დელეგაციას დღეს განუცხადა, რომ სუდანს რეფერენდუმის ჩატარება დროულად სურს.
მისივე განცხადებით, ხართუმი რეფერენდუმის შედეგებს იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ ჩარევა არ მოხდება.