ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს პროკურატურის ახალი განცხადება


მუბარაქთან ერთად მისი ორი ვაჟიც გაასამართლეს

ეგვიპტეს პროკურატურა აცხადებს, რომ ქვეყნის განდევნილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქისა და მისი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ალ ადლის წინააღმდეგ გამოტანილ ვერდიქტს გაასაჩივრებს. შაბათს სასამართლომ მუბარაქს და ალ ადლის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მუბარაქთან ერთად მისი ორი ვაჟი გამალი და ალააც იყვნენ გასამართლებული. ისინი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო კორუფციის ბრალდებებში. გარდა ამისა, სასამართლომ მუბარაქის მთავრობის ექვსი მაღალჩინოსანი უდანაშაულოდ მიიჩნია 2011 წლის ნოემბერში ეგვიპტეში მიმდინარე სახალხო აჯანყების დროს ასობით ადამიანის მკვლელობაში.

XS
SM
MD
LG