ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობა სურს


ამ საქმეში ამერიკის და ჩინეთის პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობის დიდი სურვილი აქვს. ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეის ლიდერებისთვის „პრიორიტეტი საკუთარი ხალხი გახდება“.

პეკინში ორმხრივ მოლაპარაკებაზე სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეთა რთულ მდგომარეობაზე, ქვეყანაში არსებულ სასურსათო კრიზისზე და მოსახლეობის განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჰილარი კლინტონმა საერთაშორისო საზოგადოებაში ჩრდილოეთ კორეელთა ინტეგრაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ამერიკის და ჩინეთის პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

XS
SM
MD
LG