ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები არჩევნებში მეტი გარკვეულობის შეტანის იმედებს ე.წ. „სუპერ სამშაბათზე“ ამყარებენ.

მიტ რომნიმ ვაშინგტონის შტატის კოკუსი შაბათს საკმაოდ იოლად მოიგო. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ამომრჩევლებს „ფეისბუქით“ და „თვითერით“ გადაუხადა მადლობა.

38 პროცენტით დაწინაურებულ მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს ტეხასელი რონ პოლი 8 პროცენტით ჩამორჩება. წინა პრაიმერების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანდიდატი, რიკ სანტორუმი 24 პროცენტით მესამე ადგილს დასჯერდა. წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი კი 10 პროცენტით ვაშინგტონის შტატის შიდა არჩევნების ბოლოში მოექცა.

ექსპერტები არჩევნებში მეტი გარკვეულობის შეტანის იმედებს ე.წ. „სუპერ სამშაბათზე“ ამყარებენ. ხვალ პრაიმერები ამერიკის ერთდროულად 10 შტატში ჩატარდება. „გელოპის“ მიერ რესპუბლიკელთა შორის ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით პოპულარობის მაჩვენებელი პრეტენდენტთა შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: მიტ რომნი-35 პროცენტი, რიკ სანტორუმი - 24; ნიუტ გინგრიჩი - 15 და რონ პოლი - 11.

XS
SM
MD
LG