ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში ისლამისტი რადიკალები გაქტიურდნენ


ნიგერიაში ისლამისტი რადიკალები გაქტიურდნენ

ჯგუფი მკაცრი ისლამისტური წესებით გამოირჩევა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ქრისტიანებს გამუდმებით სიკვდილით ემუქრება.

ისლამისტი რადიკალები ღამით, ნიგერიის დედაქალაქში ციხეში შეიჭრნენ, დაცვის თანამშრომელი მოკლეს და 119 პატიმარი გაათავისუფლეს.

თვითმხილველთა განცხადებით, 20 შეიარაღებული მამაკაცი მოტოციკლებით ქალაქ კოტონ-კარიფის ციხესთან მივიდა, დაცვას თავს დაესხა და ციხის შესასვლელი კარიბჭე ააფეთქა.

მოგვიანებით, თავდასხმაზე პასუხისიმგებლობა საკუთარ თავზე ულტრა-კონსერვატორულმა ისლამისტურმა ჯგუფმა "ბოკო ჰარამმა" აიღო. მათი განცხადებით, თავდასხმის მიზანი იყო ციხიდან შვიდი თანამებრძოლი გაეთავისუფლებინათ, თუმცა არეულობის დროს 119 პატიმარმა გაქცევით თავს უშველა. პოლიციამ გაქცულებიდან 25 პატიმრის შეპყრობა შეძლო.

ორგანიზაცია "ბოკო ჰარამი", რომლის სახელწოდება "დასავლური განათლება ცოდვაა"-დ ითარგმნება, ნიგერიაში არაერთი მასობრივი მკვლელობების ინიციატორია. ჯგუფი მკაცრი ისლამისტური წესებით გამოირჩევა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ქრისტიანებს გამუდმებით სიკვდილით ემუქრება.

XS
SM
MD
LG