ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ვაჟი შესაძლოა ლიბიაში გაასამართლონ


კადაფის ვაჟი შესაძლოა ლიბიაში გაასამართლონ
კადაფის ვაჟი შესაძლოა ლიბიაში გაასამართლონ

საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ამ ორი პიროვნების ლიბიაში გასამართლება შესაძლოა არაობექტური იყოს.

ლიბიის გარდამავალმა საბჭომ მთავრობის ახალი კაბინეტი წარმოადგინა, რომელმაც ქვეყანა მომავალ არჩევნებამდე უნდა მართოს.

როგორც ლიბიის დროებითი პრემიერ მინისტრმა სამშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედისას აღნიშნა, მომავალ მთავრობაში პოსტები განსხვავებული ნიშნით გადანაწილდება.

ამ ფონზე საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა ბრალმდებელმა ლუის მორენო ოკამპომ, ტრიპოლიში ლიბიის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული სეიფ ალ-ისლამ კადაფის საქმე არა ჰააგის, არამედ ლიბიის სასამართლომ განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართლომ კადაფის ვაჟისა და ლიბიის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის აბდულა ალ სენუსის წინააღმდეგ აღძრა საქმე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით.

თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ამ ორი პიროვნების ლიბიაში გასამართლება შესაძლოა არაობექტური იყოს.

XS
SM
MD
LG