ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა რეიტინგი აქვთ ობამასა და კეინს?


რა რეიტინგი აქვთ ობამასა და კეინს?

კეინის პიროვნებას წარსულში ჩადენილმა სექსუალური ძალადობის ფაქტმა გარკვეული ჩრდილი მიაყენა.

ახლახანს ქვინიფიაქის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებმა პრეზიდენტ ობამას დადებითი რეიტინგი 47 პროცენტით განსაზღვრა. მსგავსი ციფრების თანაფარდობა სექტემბრის თვეში ჩატარებული გამოკითხვის დროსაც შეინიშნებოდა. მაშინ ობამას საქმიანობა გამოკითხულთა 41 პროცენტმა დადებითად შეაფასა, 55-მა კი უარყოფითად.

საზოგადოებრივი აზრის მკვლევარმა პიტერ ბრაუნმა, აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

„პრეზიდენტ ობამას საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა ოქტომბრის თვეში. მისმა საქმიანობამაც წარმატებულად წაიწია წინ. ლიბიაში კონფლიქტის დასრულებამ ასევე მის რეიტინგზეც დადებითად იმოქმედა. ოქტომბრის თვე არც თუ ისე ცუდი იყო ეკონომიკაში გარკვეული ცლილებების კუთხითაც.“

პრეზიდენტი ობამა სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივით, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდას შეეცადა, თუმცა ამ ინიციატივას რესპუბლიკელებმა ერთობ "ძვირიანი შემოთავაზება" უწოდეს.

„მე არანაირად არ დავზოგავ თავს და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობისათვის. მაქსიმალურს გავაკეთებ კონგრესთან ერთად ან მის გარეშეც “ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვინიფიაქის გამოკითხვამ რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატს ჰერმან კეინსაც დადებითი შედეგი მოიტანა. კეინმა მხარდამჭერთა ხმების 30 პროცენტის მიღებით, მასაჩუსეტის გუმერნატორს მით რომნისა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს წინ შესამჩნევლად გაუსწრო.

თუმცა, საზოგადოებრივი აზრის მკვლევარის პიტერ ბრაუნის მოსაზრებით, რესპუბლიკელთა მხარდამჭერი ამომრჩევლები ეჭვის თვალით უყურებენ კეინის კანდიდატურას, რომელსაც საზოგადოებრივ სამსახურში ყოფნის გამოცდილება არ აქვს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, კეინის პიროვნებას წარსულში ჩადენილმა სექსუალური ძალადობის ფაქტმაც გარკვეული ჩრდილი მიაყენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კეინს ვირჯინიაში ექიმებთან გამართული შეხვედრის დროს, საზოგადოებისათვის ახსნა-განმარტებების მიცემა დაჭირდა:

„მე აქ მოვედი ექიმებთან სასაუბროდ და გთხოვთ სხვა შეკითხვებს ნუღარ დამისვამთ.“

ზოგიერთი ცნობილი თანაპარტიელი, კეინს ურჩევს თავადვე გამოაშკაროს ყველა ის ფაქტი, რომელიც მის სექსუალურ სკანდალთანაა დაკავშირებული, რამაც შეიძლება მისი საარჩევნო კამპანია საგრძნობლად დააზარალოს.

ამასობაში, კეინისათვის და სხვა დანარჩენი რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის პირველი კენჭისყრა, აიოვაში, 3 იანვარს გაიმართება, რომელსაც ნიუ ჰემფშირში პრაიმერი მოყვება.

XS
SM
MD
LG