ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალმა აირინმა ძალა დაკარგა


ქარიშხალმა აირინმა ძალა დაკარგა
ქარიშხალმა აირინმა ძალა დაკარგა

როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამ ისტორიული ქარიშხლისთვის მზადება ძვირად უჯდება ამერიკის მთავრობას.

ამერიკის ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა ქარიშხალი აირინის სიმძლავრე ყველაზე დაბალ კატეგორიად შეაფასა. თუმცა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობა კვლავ გრძელდება.

ჩრდილოეთ კაროლინაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია წყალდიდობა, ელექტრო ენერგიის გათიშვა. შტატში ასევე ელოდებიან ქარბორბალას.

ქარიშხალი მოსალოდნელია ასევე ქალაქ ნიუ იორკში. ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა პირველად ქალაქის ისტორიაში გასცა ბრძანება სავალდებულო ევაკუაციის შესახებ. დაახლოებით 250,000 ადამიანი იძულებული შეიქნა დატოვონ სახლ-კარი. ნიუ იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო გათიშულია. ქალაქის არცერთი აეოროპორტი არ ფუნქციონირებს.

როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, ამ ისტორიული ქარიშხლისთვის მზადება ძვირად უჯდება ამერიკის მთავრობას. ამავე განცხადების თანახმად, ქვეყანა მზად უნდა დახვდეს ქარიშხალს. ბარაკ ობამა გუშინ გვიან ღამე დაბრუნდა ვაშინგტონში. იგი მასაჩუსეტსის შტატში იყო დასასვენებლად.

ქალაქ ვაშინგტონში ქარიშხალი აირინის გამო გადაიდო მართინ ლუთერ კინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

XS
SM
MD
LG