ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტემ ისრაელიდან ელჩი გამოიწვია


ეგვიპტემ ისრაელიდან ელჩი გამოიწვია
ეგვიპტემ ისრაელიდან ელჩი გამოიწვია

ხუთშაბათს ისრაელის სამხრეთ რეგიონში განხორციელებული თავდასხმის ლიდერები ქვეყანაში ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულიდან შემოვიდნენ.

ეგვიპტემ ისრაელიდან ელჩი გამოიწვია. ეგვიპტის კაბინეტი მიზეზად ისრაელის მიერ ეგვიპტე-ისრაელის საზღვარზე მეამბოხეებზე თავდასხმას ასახელებს, რომლის დროსაც ეგვიპტის უსიშროების ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა.

ეგვიპტის კაბინეტი ასევე ისრაელის მთავრობისგან ბოდიშს მოითხოვს.

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ თებერვალში ქვეყნის პრეზიდეტნის ჰოსნი მუბარაკის გადადგომის შედმეგ, ეგვიპტის უშიშროების საკითხებში მდგომარეობა გაუარესდა.

ამავე განცხადების თანახმად, ხუთშაბათს ისრაელის სამხრეთ რეგიონში განხორციელებული თავდასხმის ლიდერები ქვეყანაში ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულიდან შემოვიდნენ.

ეგვიპტის ლიდრები აცხადებენ, რომ უშიშროების ძალების ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა როდესაც ისრაელის ძალებმა მეამბოხეებზე განახორციელეს თავდასხმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG