სირიის უშიშროების ძალებმა დეირ ელ-ზოურში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეტაკების დროს, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და სამი დემონსტრანტი მოკლეს, რომლებმაც მათ ქვები დაუშინეს.
ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა ღამით განხორციელებული რეიდების დროს 5 ადამიანი გამოასალმეს სიცოცლხეს.
სირიაში არ წყდება ანტისამთავრობო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით.