ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიიტი ლიდერი ამერიკელებს ემუქრება


შიიტი ლიდერი ამერიკელებს ემუქრება

მოხტადა ალ-სადრმა ხალხს ერაყის მთავრობის მხრადაჭერისკენ მოუწოდა.

ერაყელი შიიტების ერთერთმა ლიდერმა მოხტადა ალ-სადრმა თავის მომხრეებს ამერიკელთა წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა სამწლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

ქალაქ ნაჯაფში ათასობით მომხრეების წინაშე გამოსვლისას მოხტადა ალ სადრმა, ამერიკელი ოკუპანტების წინააღმდეგ, ნებისმიერი საშუალებებით ბრძოლის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

მოხტადა ალ-სადრმა ხალხს ერაყის მთავრობის მხრადაჭერისკენ მოუწოდა, სანამ ეს მთავრობა ამ ხალხის ინტერესებს იცავს.

ერაყელი შიიტების ლიდერი ოთხშაბათს დაბრუნდა სამშობლოში ირანიდან, სადაც ის იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა, ამერიკელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის გამო.

XS
SM
MD
LG