ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებზე ჟურნალისტი მოკლეს


ფილიპინებზე ჟურნალისტი მოკლეს

1986 წლიდან დღემდე ფილიპინებზე 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.

გუშინ ფილიპინებზე ჟურნალისტი მოკლეს, როდესაც ის ავტომანქანით მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა. 41 წლის კრისტოფერ გუარინი რადიოეთერის წამყვანი და გაზეთის გამომცემელი იყო. მას დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ესროლა. მსუბუქად დაშავდა ჟურნალისტის მეუღლე.

პოლიციის განცხადებით, კრისტოფერ გუარინმა რადიოგადაცემის დროს რანდენიმე მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. წელს ის ქვეყანაში დაღუპული პირველი ჟურნალისტია. 1986 წლიდან დღემდე ფილიპინებზე 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.

XS
SM
MD
LG