ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაიმსკვერზე მილიონამდე ნიუ იორკელი და ჩამოსული სტუმარი შეხვდა ახალ წელს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი ოჯახი ახალ წელს ჰავაის კუნძულებზე შეხვდა. ობამების ოჯახის სადღესაწაულო განწყობას ტრადიციული ოჯახური ტალანტის საღამოსშოუ გაახალისებს.

თეთრმა სახლმა კონკრეტულად არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რა ტალანტს გამოავლენენენ ოჯახის წევრები საახალწლო წარმოადგენაზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშელ ობამას საღამოს ნომერი ჰოლაჰუპით იქნება შესრულებული.

ნიუ იორკის ცენტრში თაიმს სქვერზე გამართულ საზეიმო საკონცერტო შოუში ბევრ სხვა ვარსკვლავთან ერთად მონაწილეობა პლასიდო დომინგომ და ლეიდი გაგამ მიიღეს. სავარაუდოდ, თაიმს სქვერზე გუშინ ღამით მილიონამდე ნიუ იორკელი და ჩამოსული სტუმარი შეხვდა ახალ წელს.

ასევე უამრავი ხალხის შეეგება 2012 წელს ზარ-ზეიმით რიო დე ჟანეიროში. კოპაკაბანას სანაპიროზე შეკრებილების წინაშე ფეირვერკების ულამაზესი შოუ იქნა წარმოდგენილი.

მდინარე ტემზის სანაპიროზე შეკრებილი ლონდონელები 2012 წელს ზამთრის ოლიმპიადის ამსახველი ფეირვერკებით შეხვდნენ.

ასევე ულამაზესი მაშხალებით მოიჭედა ბერლინის ცაც. საახალწლო წარმოდგენები და შოუები გაიმართა ჩინეთისა და იაპონიის დედაქალაქებშიც.

XS
SM
MD
LG