ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში საპროტესტო აქცია დაცხრილეს


იემენში საპროტესტო აქცია დაცხრილეს

აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის, გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ.

იემენის სამთავრობო ძალებმა ტაიზში, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, სულ ცოტა 9 ადამიანი მოკლეს.

სამედიცინო დარგის სპეციალისტები და თვითმხილველები ადასტურებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა დღეს დილით ანტისამთავრობო დემონსტრაციას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

როიტერის ცნობით, ინციდენტი ტაიზის თავისუფლების მოედანზე მოხდა, სადაც აქტივისტები ქვეყნის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის, გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ.

იემენში გუშინ სპეციალური ვიზიტით გაეროს დესპანი -ჯამალ ბინ ომარი- ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტ სალეჰს ხვდება და ცდილობს ის ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში დაარწმუნოს.

XS
SM
MD
LG