ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი კვიპროსს ულტიმატუმს უყენებს


თურქეთი კვიპროსს ულტიმატუმს უყენებს
თურქეთი კვიპროსს ულტიმატუმს უყენებს

ანკარა ყველა პოლიტიკურ შეღავათს გაითვალისწინებს, რომელიც თავის დროზე, გაეროს ეგიდით 2004 წელს, წარუმატებელად დარსულდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ერდოღანმა ისარგებლა შემთხვევით და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ ტერიტორიას ეწვია. იგი თურქეთის კუნძულზე შეჭრის 37-ე წლისთავს აღნიშნავდა.

მიუხედავად გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევისა, კვიპროსი კვლავ ორ ნაწილად იყოფა, მას შემდეგ რაც, 1974 წელს თურქები, საბერძნეთის ინსპირირებული გადატრიალების საპასუხოდ, კვიპროსში შეიჭრნენ.

ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში, ბატონმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ახლა დროა ვიმოქმედოთ ორად გაყოფილი კვიპროსის გაერთიანებისათვის.

„ყველამ უნდა იცოდეს რომ შანსი კვიპროსის საკითხის გადასაწყვეტად მხოლოდ ერთხელ გვეძლევა, რომელიც მომავალში შეიძლება აღარ განმეორდეს. თურქეთის მხარეს მდებარე ჩრდილოეთ კვპროსი ახლა მუშაობას იწყებს პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისათვის,“ - განაცხადა ბატონმა ერდოღანმა.

პრეპიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა რომ ანკარა ყველა პოლიტიკურ შეღავათს გაითვალისწინებს, რომელიც თავის დროზე, გაეროს ეგიდით 2004 წელს, წარუმატებელად დარსულდა.

იოანა გრიგორიადისი, ანკარა-სტამბულის ბანჩეშირის უნივერსიტეტიდან ამბობს რომ ბატონი ერდოღანის მოსაზრებამ კვიპროსელი ბერძნების გუსიწყრომა გამოიწვია.

„ეს ბოლო განცხადება არანაირ შეღავათს მოიტანს მოლაპარაკების პროცესში. თუმცა ადრე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ორივე მხარის - თურქეთისა და საბერძნეთის კვიპროსის რესპუბლიკა იმედოვნებდა, რომ არჩევნების შემდეგ, ერდოღანს შესაძლებლობა ექნებოდა უფრო მოზომილი პოზიცია დაეჭირა და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანა მოლაპარაკების პროცესში,“ - თქვა იოანა გრიგორიადისმა.

რიჩარდ ჰოვიტი, თურქული საკითხის პრესპიკერი ევროპარლამენტში სოციალისტური ბლოკიდან, ვარაუდობს რომ ასეთი დამოკიდებულება ანკარისათვის შესაძლოა არაპროდუქტიული აღმოჩნდეს. მისი თქმით არსებულმა საფრთხემ მოლაპარაკებები შიეძლება ჩიხში მოაქციოს, რაც ოპონენტების კმაყოფილებას გამოიწვევს, რომლებიც ამ მოლაპარაკებების შეფერხებისათვის ყველაფერს ცდილობენ.

თურქეთმა ოფიციალური მოლაპარაკებები ევროკავშირში შესვლაზე 2005 წელს დაიწყო, მაგრამ არც თუ ისე სწრაფმა პროგრესმა გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციის აგრესიამ, გარდა კვიპროსიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან საკითხის შეჩერება მოახდინა. მაგრამ მას შემდეგ რაც თუქეთმა ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკური მაჩვენებელი მოიპოვა და რომელიც, რეგიონში, მალე მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდება, შეასუსტა ევროპის წინააღმდეგობა.

ბატონი ერდოღანი იმასაც ვარაუდობს, რომ თუ ევროკავშირი არანირ ზომებს არ მიიღებს კუნძულის ხელახალი გაერთიანებისათვის, მაშინ თურქეთი მარტო იმოქმედებს საკითხის მოსაგვარებლად.

ზენგის ატკარი, პოლიტიკური მიმომხილველი, სტამბოლის ბახჩეშერის უნივერისტეტიდან ამბობს, რომ ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა სამუდამოდ შეაფერხოს თურქეთის ევროკავშირის წევრობა.

მიუხედავად ამისა, თურქი დიპლომატები და პოლიტიკოსები, კვლავ დაჟინებით ადასტურებენ, რომ ამჟამინდელი გაეროს მოლაპარაკებები, ბოლო მცდელობაა კვიპროსის გაერთიანებისათვის.

XS
SM
MD
LG