ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტიან მღვდელს აქციის ჩატარება აუკრძალეს


ქრისტიან მღვდელს აქციის ჩატარება აუკრძალეს

გასულ თვეს ჯონსმა დაწვა ყურანი, რომელმაც ავღანეთში ამერიკელებზე თავდასხმათა რიგი გამოიწვია.

აშშ-მა სასამართლომ ქრისტიან მღვდელს ტერი ჯონს მიჩიგანის შტატში, ქალაქ დეარბორნში ისლამური ცენტრის წინ საპროტესტო აქციის გამართვა აუკრძალა.

სასამართლომ მხარი დაუჭირა ქალაქის მუნიციპალური მთავრობის რწმუნებულს, რომელიც თვლის რომ საპროტესტო აქცია მშვიდობის დარღვევას შეუწყობს ხელს. მან იქვე დასძინა, რომ აქციის მონაწილეები შეიარაღებულები იქნებიან და აქცია უეჭველად შეტაკებით დასრულდება.

თუმცა ტერი ჯონსი აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და საპროტესტო აქციის აკრძალვა თავისუფალი სიტყვის უფლების ჩამორთმევის ტოლფასია.

მოსამართლემ ტერი ჯონს და მღვდელს ვაიან სააპს უბრძანა ისლამური ცენტრს სამი წელი არ გაეკარონ.

შეგახსებენთ, რომ გასულ თვეს ჯონსმა დაწვა ყურანი, რომელმაც ავღანეთში ამერიკელებზე თავდასხმათა რიგი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG