ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ველური ბუნების შვილები"


"ველური ბუნების შვილები"
"ველური ბუნების შვილები"

მეცნიერი ქალები წლების განმავლობაში იკვლევდნენ მხეცების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ემოციურ განწყობას.

ახალი დოკუმენტურია ფილმი სახელად"ველური ბუნების შვილები" ადამიანების და ცხოველების კავშირებზე მოგვითხრობს. ფილმი ორ ენთუზიასტ ქალზეა, რომლებიც ბორნეოში დაობლებული ორნგუტნგების და კენიის სპილოების შესახებ გვიამბობს.

ამ თავგანწირულმა ადამიანებმა ობლად დარჩენილი ცხოველების ველურ ბუნებაში დაბრუნებით გამოიჩინეს თავი. ეს არაჩვეულებრივი მანდილოსნები წლების განმავლობაში იკვლევდნენ მხეცების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ემოციურ განწყობას.

დეფნი შელდრიკი სპილოების ცხოვრებას შეისწავლის კენიის ნაირობის ეროვნულ ნაკრძალში. მან ობლად დარჩენილი 130 სპილოს გადარჩენა, გაზრდა და ველურ ბუნებაში გაშვება მოახერხა. მისი თქმით:

“ ეს პირველი წარმატებული ექსპერიმენტია, როდესაც სპილოები ტყვეობაში გაზარდეს და განთავისუფლების შემდეგ ჯუნგლებში გაუშვეს.“

ქალბატონი შელდრიკი გაოცებულია სპილოების გონებრივი შესაძლებლობებით. მათი ზოგიერთი უნარი ადამიანებს არც კი დაესიზმრებათ. სპილოებს რამდენიმე კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება დაბალი სიხშირის ბგერების საშუალებით. ისინი ასევე გრძნობენ მიწისძვრის მოახლეობას საკუთარი ტერფებით. შელდრიკი მოგვითხრობს იმ დაობლებული პატარა სპილოების შესახებ, რომლებიც თავად შეესწრნენ სპილოებზე მონადირეების სისისტიკეს, რომლებიც ძვრიფასი სპილოს ძვლით ვაჭრობენ.

როგორც დეფნი შელდრიკი ამბობს:

“ უდიდესი ბედნიერებაა როდესაც დასაღუპად განწირული ცხოველის გადარჩენას შეძლებ და უყურებ, თუ როგორ უბრუნდება იგი სიცოცხლეს და შემდეგ თავისი პირმშოების გაზრდასაც ახერხებს.“

ბორნეოში ნაყოფიერად მოღვაწეობს პრიმატოლოგი ორანგუტანგების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი ბირუტე მერი კალდიკასი. ორანგუტანგების საცხოვრებელი არეალი ძალზე შემცირებულია თანამედროვე ცივილიზაციის შემოტევის გამო.

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ქალბატონი კალდიკასი და მისი გუნდი ობლად დარჩენილ ორანგუტანგებს ეხმარებიან. ქალბატონი კლდიკასისი განცხადებით:

“ ჩვენ სპეციალური ჯგუფები გვყავს, რომლებსაც ორანგუტანგები პრაქტიკულად ყოველდღე გაჰყავთ ტყეში და თანამოძმეებთან ურთიერთობას აჩვევენ.“

ამ ფილმში ბევრი სახალისო მომენტია, რადგან ორგანგუტანგები თავიანთი კომიკური ხასიათი არაიან გამორჩეულნი. ფილმის პროდუსერი დრუ ფელმანი ამბობს, რომ 14 ტონიანი კინოაღჭურვილობის გადაზიდვა ბორნეოს ჯუნგლებსა და კენიაში უმძიმესი სამუშაო იყო. ამხელა ტვირთვის გადატანაში სწორედ სპილოები გვეხმარებოდნენ, ორანგუტანები კი რთული ტექნოლოგიური კამერების ჩართვა-გამორთვით იყვნენ დაკავებულნი და შეიძლება ითქვას კინოგადამღებთა ჯგუფის წევრებიც კი იყვნენ.

როგორც დაფნი შელდრიკი ამბობს, თუ შენ მხეცები გიყვარს მათ თავისუფლება უნდა მიანიჭო.

XS
SM
MD
LG