ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონმა შუა აზიის ტურნე დაიწყო


ჰილარი კლინტონმა შუა აზიის ტურნე დაიწყო
ჰილარი კლინტონმა შუა აზიის ტურნე დაიწყო

ყირგიზეთში კლინტონი პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას შეხვდება.

ყაზახეთში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და შუაზიური ტურნე დაიწყო. ასტანაში ჰილარი კლინტონი ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება. იგი ასევე შეხვდება ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და მხარეები ამერიკა-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ.

ყაზახეთიდან ჰილარი კლინტონი ყირგიზეთში გაემართება, სადაც იგი პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას შეხვდება.იმავე დღეს უზბეკეთში სახელმწიფო მდივანი მოლაპარაკებებას ქვეყნის პრეზიდენტთან ისლამ კარიმოვთან გამართავს. შუა აზიიდან ჰილარი კლინტონი ბაჰრეინში ჩავა და ყოველწლიურ ფორუმს „მანამას დიალოგს“ დაესწრება.

XS
SM
MD
LG