ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოჩვენებათა გემი“ ჩაძირეს


.

გემი ალასკის ეკოლოგიისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ალასკის სანაპიროზე იაპონური გემი ჩაძირა. ერთი წლის წინ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ სათევზაო გემი წყნარი ოკეანის დინებამ ამერიკის ნაპირებთან გამორიყა.

„მოჩვენებათა გემი“ - ასე უწოდებდნენ 50-მეტრიან „რუ უნ მარას“, მიტოვებულ და ჩამქრალ გემს, რომლის წაყვანის სურვილი არც იაპონიამ გამოთქვა და არც კანადამ. სანაპირო დაცვის განცხადებით მისი ჩაძირვა პორტში მოძრავი ხომალდებისთვის შექმნილი საფრთხის გამო გადაწყდა. გემი ალასკის ეკოლოგიისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მასზე დარჩენილი საწვავიც მთლიანად აორთქლებულია.

XS
SM
MD
LG