ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საუდის არაბეთში გრძელდება


პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილე კიდევ 11 ადამიანი მოკლეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აგრძელებს ვიზიტს საუდის არაბეთში, სადაც ის სპარსეთის ყურის ქვეყნების დიპლომატებს შეხვდა და მათთან ერთად სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების პრობლემა განიხილა.

ხვალ სირიის მეგობრების სახელით ცნობილი ჯგუფი სტამბოლში გამართავს შეხვედრას, რომელსაც ქალბატონ კლინტონთან ერთად ევროპელი დიპლომატების დაესწრებიან.

შეერთებული შტატები სირიელი ოპოზიციონერებისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, თუმცა ამ იდეას სპრსეთის ყურის ბევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. ვაშინგტონი სირიაში მოქმედი სხავადასხვა ოპოზიციური დაჯგუფებების გაერთიანების მომხრეა და ამ ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების იდეით გამოდის.

პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილე კიდევ 11 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG