ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რესპუბლიკელების წინააღმდეგ


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკამ ენერგის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი რესპუბლიკელი მეტოქეები მკაცრად გააკრიტიკა და მათ არასწორი ენერგოპოლიტიკის გატარების მცდელობაში დასდო ბრალი. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ვაშინგტონში კოლეჯის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ენერგოპოლიტიკის გამო გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტი არ ავითარებს შიდა ნავთობის და გაზის რეზერვებს. პრეზიდენ ობამას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, შეერთებული შტატებს რომ გაეზარდ საკუთარი ნავთობწარმოება, ის ჯერ კიდევ დამოკიდებული იქნებოდა უცხოურ ნავთობზე. პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ ამერიკამ ენერგის ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი.

„ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას რომ ვიქცეთ მოვლენების მძევლად. ამერიკა აკონტროლებს საკუთარ ბედს და ჩვენ არავიზე ვართ დამოკიდებული,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG