ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ინფორმაციით შეტაკება მოხდა ტუნისის საზღვართანაც.

ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ბუნკერი დაბომბეს მის მშობლიურ ქალაქ სირტში.


ლიბიის ოპოზიციის შეიარაღებული ძალები ახლა ამ ქალაქს უახლოვდებიან, სადაც გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება კადაფის ერთგულ უკანასკნელ მეომრებთან.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კადაფის ბუნკერი ნატოს ბომბდამშენებმა მართვადი რაკეტებით დაბომბეს მისი ლიკვიდაციის მიზნით.

ამავე დროს ოპოზიციის ძალები აგრძელებენ ტრიპოლიში შემორჩენილ კადაფის მომხრეებთან ბრძოლას. ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ინფორმაციით შეტაკება მოხდა ტუნისის საზღვართანაც.

ტრიპოლის ქუჩებში კადაფის მიერ დაქირავებული აფრიკელი მეომრების გვამები ყრია, რომლებიც ოპოზიციის მებრძოლებმა დახვრიტეს.

XS
SM
MD
LG