ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ პოლოტოლოგი, ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. ბატონო ედიშერ მოგეხსენებათ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშენკო საქართველოს სტუმრობს ოფიციალური ვიზიტით, თუ შეიძლება აი ამ ვიზიტზე ორიოდე სიტყვით.

ე.გვენეტაძე: "რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინა ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებიც პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე მეტად ცდილობენ დასავლეთთან დაახლოვებას. რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ბალტიის ქვეყნების შემდეგ და აქედან გამომდინარე, მართალია უკრაინაში მოხდა ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ეს უკრაინის სტრატეგიულ გეზსს არ ცვლის და აქედან გამომდინარე ნორმალური ურთიერთობები არის საქართველოსა და უკრაინას შორის. მითუმეტეს, რომ ეს ორივე ქვეყანა არის სუამის წევრი და ისინი ერთად ცდილობენ იმას, რომ გაარღვიონ ის მანკიერი წრე, რომელიც დაუტოვა საბჭოთა კავშირის დაშლამ ამ ქვეყნებს და მოხვდნენ ევროპულ ინტეგრაციაში. აქედან გამომდინარე ის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყვიტონ საქართველომ და უკრაინამ, თითქმის ერთმანეთის მიმართ იდენტურია და აქედან გამომდინარე მისასალმებელი არის ბატონი გრიშენკოს ვიზიტი სქართველოში რომელიც არის უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება."

კერძოდ რა საკითხებზე იყო საუბარი და რას გაესვა ხაზი აი ამ შეხვედრისას?

ე.გვენეტაძე : "ეს არის ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები და აქ აუცილებლად საუბარი იყო საქართველოს იმ გამოცდილებაზე რომელიც მან მიიღო რეფორმების გატარების დროს და რომელსაც ცდილობს რომ უკრაინამ შემდგომში ეს საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს და უკრაინას მოარგოს."

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორ ქვეყნას შორის, საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები?

ე.გვენეტაძე : "თქმა არ უნდა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ორივე ქვეყანა ეს არის შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო პოლიტიკური-ეკონომიკური, არამედ სხვა ინტერესებიც, რომლებიც ფაქტობრივად გამოიხატება იმაში, რომ ეს ორივე ქვეყანა დაინტერესებული არის დასავლურ სისტემებზე ინტეგრაციით. აქედან გამომდინარე საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებს ძალიან დიდი მომავალი აქვს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ ცენტრს დასავლეთისათვის შავი ზღვის რეგიონში."

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრს გამართავს საქართველოს პრეიმერ-მინისტრთთან ნიკა გილაურთან, მის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან და კათოლიკოს პატრიარქთან ილია II-სთან.

XS
SM
MD
LG