ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობამ ლიბიელ მეამბოხეებს ეხმარება


ბრიტანეთის მთავრობამ ლიბიელ მეამბოხეებს ეხმარება

ბრიტანეთის დახმარებას ლიბიის ოპოზიციური გარდამავალი ეროვნული საბჭოს პოლიციის რაზმები გამოიყენებენ.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ლონდონი ლიბიელ მეამბოხეებს ჯავშანჟილეტებით, პოლიციის ფორმებითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით ამარაგებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა, დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ლიბიელ მეამბოხეებს 5,000 ჯავშანჟილეტი, 6,650 პოლიციის ფორმა და 5,000 მაღალი ხილვადობის ჟილეტი გადასცა. ბრიტანეთის დახმარებას ლიბიის ოპოზიციური გარდამავალი ეროვნული საბჭოს პოლიციის რაზმები გამოიყენებენ.

ჰეიგის თქმით, ჯავშანჟილეტები და პოლიციის ფორმები მეამბოხეთა პოლიციის ძალებს მოვალეობის შესრულებას გაუადვილებს და მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების დაცვასაც შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, საფრანგეთის მთავრობამ თვითმფრინავების გამოყენებით, ლიბიელი მეამბოხეებისთვის შეიარაღების მიწოდება გადაწყვიტა. ოფიციალური პარიზი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის ნაბიჯი ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებულ გაეროს ემბარგოს არ არღვევს. მეამბოხეები მიწოდებულ შეიარაღებას საფრთხეში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად იყენებენ.

XS
SM
MD
LG