ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიქმნა გლობალური სურსათის უსაფრთხოების ფონდი


ახალი მოხსენების თანახმად, სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობა, ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს უფლებას აძლევს სურსათის უსაფრთხოების საკითხებშიც ლიდერობა ვაშინგტონს დააკისროს.

სოფლის მეურნეობის განვითარება მარტო სურსათის მიწოდებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობს, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის სექტორების ჩამოყალიბებას, რეგიონული ვაჭრობის წახალისებას და მომავალში გვალავების დდა წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 1/7 ქრონიკული შიმშილობისგან იტანჯება.

ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის რაჯივ შაჰის განცხადებით, სურსათზე ფასებმა არნახულ ნიშნულს მიაღწია.

მარტის შემდეგ სურსათზე ფასები განუწყვეტლივ იზრდებოდა და ყველანაირი რეკორდი მოხსნა.

რაჯივ შაჰის განცხადებით, გლობალური შიმშილის საფრთხე შესაძლოა დამარცხებულად ჩაითვალოს, თუ ჩვენ შევძლებთ წარსული შეცდომების გამოსწორებას და ახალი სასურსათო პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის საკვებით მომარაგება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს გლობალური სტაბილობის დამყარებაში, სოფლის მეურნეობა დამოკიდებულია საზოგადოებრივი და კერძო ინსტიტუტების ერთობლივ მუშაობაზე. ახალი ბაზრების და მომარაგების წყაროების განვითარება კიდევ უფრო გააუმჯობესებს გლობალურ ეკონომიკურ პოტენციალს.

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორთან, უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როგორც დოქტორი შაჰი ამბობს: ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ახალი პროგრამების განვითარებაში. ახლა უნდა ვიმუშაოთ გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების ორგანიზებაში, რომელიც საბოლოოდ გადაწყვიტავს გლობალური შიმშილობის პროგრამას. აცხადებს ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტის ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი.

XS
SM
MD
LG