არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში შეერთებული შტატების კონგრესის წევრ გაბრიელ გიფორდსზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან ერთი კვირა გავიდა. როგორც ცნობილია, გიფორდსი ამომრჩევლებს ხვდებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მან თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ჭრილობა მიიღო. ექიმები იტყობინებიან, რომ გიფორდსის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას რესპირატორი აღარ სჭირდება.
შაბათს გავრცელებული ცნობის თანახმად, წარმატებული ოპერაციის შედეგად ,ექიმებმა გიფორდს ყელში მოთავსებული სასუნთქი მილი სასულეში გაყრილი მილით შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ გიფორდსი თავისით სუნთქავს, მაგრამ რესპირატორი და სასუნთქი მილი ფილტვებში სითხის დაგროვებას ხელს უშლის. ექიმები აღნიშნავენ, რომ რესპირატორის გარეშე ისინი შესძლებენ იმის განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა გიფორდს ლაპარაკი ტვინის დაზიანების შემდეგ.