ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


პაკისტანის პრემიერ მინისტრის რაზა გილანის მოთხოვნით, კატასტროფის მიზეზებს საგამოძიებო ჯგუფი გამოიკვლევს.

პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 127 მგზავრი ემსხვერპლა. 737 ბოინგის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც ყარაჩიდან პაკისტანის დედაქალაქში მიფრინავდა და ისლამაბადის აეროპორტის მახლობლად ჭექა-ქუხილში მოჰყვა.

ავიაკატასტროფის მიზეზად ოფიციალურად უამინდობა სახელდება. თვითმფრინავი მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, თუმცა ხმელეთზე არავინ დაზარალებულა.

ამჟამად კატასტროფის ადგილზე მაშველები და ექსპერტები მუშაობენ. 110 მგზავრის ცხედარი ნაპოვნია, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

პაკისტანის პრემიერ მინისტრის რაზა გილანის მოთხოვნით, კატასტროფის მიზეზებს საგამოძიებო ჯგუფი გამოიკვლევს.

XS
SM
MD
LG