ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოველწლიური მიმართვით პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100.000 ადამიანს მიმართა.

დღეს პაპმა ბენედიქტემ დაგმო სირიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება და ასადის მთავრობას დიალოგისა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ყოველწლიური მიმართვით პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100. 000 ადამიანს მიმართა. მიმართვაში სირიის საკითხის გარდა, პაპი ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებსაც შეეხო. მან ასევე მალიში მშვიდობის დამყარებისთვისაც აღავლინა ლოცვა.

საკვირაო წირვის შემდეგ პაპმა ბენედიქტემ 65 ენაზე სააღდგომო ტრადიციული ლოცვა წაიკითხა .

რამდენიმე საათით ადრე წმინდა პეტრეს მოედანზე პაპმა ბენედიქტემ სამსაათიანი ღამის ლიტურგია ჩაატარა.

XS
SM
MD
LG