ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელ ბედუინთა პროტესტი


საპროტესტო აქცია ბედუინებმა გასულ პარასკევს დაიწყეს.

ეგვიპტელმა ბედუინებმა სინას ნახევარკუნძულზე მდებარე საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების ბანაკს ალყა შემოარტყეს. ამით შეეცადენენ ეგვიპტის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ, რათა ციხიდან მათი ტომის წარმომადგენელები გაათავისუფლონ.

საპროტესტო აქციია ბედუინებმა გასულ პარასკევს დაიწყეს, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების ბანაკთან მისასვლელი გზები გადაკეტეს და მანქანებს მიმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ხუთშაბათს მშვიდობისმყოფელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოდ არიან და ბანაკის პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ.

საერთაშორისო დამკვირვებლების ორგანიზაციის წარმომადგენლები ეგვიპტის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა ბანაკის ტერიტორია გათავისუფლდეს და ინსპექტორების უსაფრთხოება აღდგეს.

მრავალნაციური ძალები ეგვიპტის 1979 წლის შეთანხმებას უწევენ მონიტორინგს ისრაელთან და მასში 12 ქვეყნის წარმომადგენელია გაწევრიანებული.

XS
SM
MD
LG