ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ბირთვული სააგენტო ირანის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს


გაეროს ბირთვული სააგენტო ირანის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

თეირანი იმუქრება, რომ სანქციას ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნავთობის გადამზიდი მარშრუტების ჩაკეტვით უპასუხებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბირთვული სააგენტოსა და დიპლომატების განცხადებით, თვის ბოლოსთვის თეირანთან დაგეგმილი მოლაპარაკებები შედგება.

ირანი გამუდმებით უარყოფს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

თეირანმა ასევე უარი განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ქვეყნებთან ამ თემაზე პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს.

საპასუხოდ , ევროკავშირი ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გეგმავს. თეირანი კი იმუქრება, რომ სანქციას სპარსეთის ყურის ჩაკეტვით უპასუხებს.

XS
SM
MD
LG