ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლატერი ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს


ბლატერი ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს
ბლატერი ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს

ბრაზილიას დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ინვესტირება სჭირდება რათა გზების, სასტუმროების, ტელეკომუნიკაციების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახერხოს.

მსოფლიო საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობა შეშფოთებას გამოხატავს ბრაზილიაში დაგეგმილი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მზადებასთან დაკავშირებით.

ფიფას პრეზიდენტმა სეპ ბლატერმა ტოკიოში ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ის აპირებს ბრაზილიაში ჩასვლას და მთავრობასთან შეხვედრას, რათა ჩემპიონატისთვის მზადების დეტალები ერთად განიხილონ. ფიფას განცხადებით, მათ ჯერ არ მიუღიათ ის აუცილებელი გარანტიები, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზაციულ მხარეს შეეხება.

ფრანგული საინფორმაციო სააგანეტოს ცნობით, ბრაზილიას დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ინვესტირება სჭირდება რათა გზების, სასტუმროების, ტელეკომუნიკაციების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახერხოს, რაც აუცილებელი პირობაა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის.

XS
SM
MD
LG