ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის უშიშროების ჯარებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს


სირიის უშიშროების ჯარებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობაზე სულ უფრო ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა.

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ამ ქვეყნის უშიშროების ძალებმა ჰომსის რეგიონში კიდევ სამი ადამიანი მოკლეს.

ქალაქში საარტილერიო ჭურვების აფეთქებების ხმა ისმოდა, როდესაც ქუჩებში ჯავშნიანი მანქანები დაქროდნენ. პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა 40 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს ჰომსის და ჰამას რეგიონებში გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დროს.

ამასობაში არაბული ლიგის სახელმწიფოთა მინისტრები კვირას სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან აპირებენ შეხვედრას, რათა როგორმე ბოლო მოუღონ ამ ქვეყანაში გამეფებულ ძალადობას.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობაზე სულ უფრო ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა. გაეროს მონაცემებით, სირიაში სახალხო აჯანყების დაწყებიდან ამ ქვეყნის უშიშროების ძალებმა 3000 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG