ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ლიბიაში საელჩოს გახსნას გეგმავს


შეერთებული შტატები ლიბიაში საელჩოს გახსნას გეგმავს
შეერთებული შტატები ლიბიაში საელჩოს გახსნას გეგმავს

შეერთებული შტატები ლიბიის დედაქალაქში საელჩოს ხელახალ გახსნას გეგმავს, მაშინ როცა, ნატო ოპერაციების სამი თვით გახანგრძლივების შესახებ აკეთებს განცხადებას.

ამერიკის ელჩი ლიბიაში ჯინ ქრეცი ტრიპოლიში დაბრუნდა. დღეს საელჩოს შენობის თავზე ამერიკის დროშის აღმართვაა დაგეგმილი. ქრეცი ლიბიაში 2010 წლამდე იმყოფებოდა. მისი გამოწვევა მას შემდეგ მოხდა, რაც „ვიკილიკსში“ ელჩის მიერ ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის კატეგორიულმა კრიტიკამ გაჟონა.

კადაფი მომხრეებთან ერთად მშობლიურ ქალაქ სირტეში და სხვა რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზეა გამაგრებული.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ალიანსი ლიბიაში დარჩება მანამ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს.

XS
SM
MD
LG