ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ ლიბიის სატელიტური ანტენა დაბომბა


ნატომ ლიბიის სატელიტური ანტენა დაბომბა
ნატომ ლიბიის სატელიტური ანტენა დაბომბა

სატელიტური ანტენების დაბომბვა აუცილებელი სამხედრო ოპერაცია იყო.

ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს ქალაქ ტრიპოლიში ნატოს სამხედრო ძალებმა ლიბიის სამი სატელიტური ანტენა დაბომბეს.

ალიანსის წარმომადგენელმა როლანდ ლავოიმ განაცხადა, რომ სატელიტური ანტენების დაბომბვა აუცილებელი სამხედრო ოპერაცია იყო რადგანაც, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, ტელევიზიის საშუალებით ახერხებდა ლიბიის მოქალაქეების გავლენის ქვეშ მოქცევას.

როიტერის საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ დაბომბვის შემდეგ ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია არ გათიშულა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს სახმედრო ძალები გაეროს მანდატის ქვეშ ლიბიაზე საჰაერო დარტყმებს მარტიდან ახორციელებენ.

XS
SM
MD
LG