ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა აშშ-ს საელჩოს საჩივარი გაუგზავნა


ჩინეთმა აშშ-ს საელჩოს საჩივარი გაუგზავნა
ჩინეთმა აშშ-ს საელჩოს საჩივარი გაუგზავნა

ჩინეთის ხელისუფლება დალაი ლამას ტიბეტის დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო დევნის.

ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს პეკინში მდებარე ამერიკის საელჩოში ოფიციალური საჩივრის წერილი გაგზავნა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამას დალაი ლამასთან შეხვედრა გააკრიტიკა. ჩინეთის ხელისუფლება დალაი ლამას ტიბეტის დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო დევნის.

წერილში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაბათს დალაი ლამას ობამასთან შეხვედრა „ჩინეთის საშიანო საქმეებში უხეშ ჩარევად“ დაახასიათა. გარდა ამისა, სამინისტრო ვაშინგტონისგან „ჩინეთში სეპარატისტული მოძრაობების მხარდაჭერის“ შეწყვეტას მოითხოვს.

დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტმა დალაი ლამას ჩინეთის მთავრობასთა პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG