ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიზნე კადაფია


ნატოს სამიზნე კადაფია

მემაბოხეები აცხადებენ რომ მოლაპარაკების დრო წარსულ ჩაბარდა და ერთადერთი გზა კადაფის დამხობაა.

როგორც ლიბიის მთავრობა აცხადებს, დღეს ნატოს საჰაერო ძალებმა დაბომბეს სამაუწყებლო კომპანიის ოფისი, როდესაც ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ლიბიელ ხალხს სიტყვით მიმართავდა.

ამავე განცხადების თანახმად, ნატოს შეიარაღებული ძალების დაბომბვის სამიზნე პირადად კადაფია. მოამარ კადაფმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის მეამბოხეებთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას.

ნატოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ნატომ უარყო კადაფის წინანადება მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.

ნატოს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ კადაფის სიტყვებს ფასი დაეკარგა. მემაბოხეები აცხადებენ, რომ მოლაპარაკების დრო წარსულ ჩაბარდა და ერთადერთი გზა კადაფის დამხობაა.

პარასკევს კადაფის მომხრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ტუნისის ჯარისკაცებს, რის გამოც ტუნისის მთავრობამ ლიბიიდან ელჩი გაიწვია.

ლიბიის მთავრობის მომხრეები უკვე ერთი კვირაა ცდილობენ ქვეყნის დასავლეთ საზღვართან მდებარე ვაზინის რეგიონზე კონტროლის აღდგენას.

XS
SM
MD
LG