შვეიცარიელმა ამომრჩევლებმა ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს.
ასეთია დღეს გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები. კენჭისყრა ქვეყნის 26 კანტონში ჩატარდა. არსებული მონაცემებით, 14-მა კანტონმა საბრძოლო იარაღის სახლებში შენახვას მხარი დაუჭირა. მათ უარყვეს მთავრობის მიერ შეთავაზებული წესები, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაზე შეზღუდვებს აწესებდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური და მემარცხენე ჯგუფები ამ ღონისძიებას ძალადობის და თვითმკვლელობათა რიცხვის შემცირების სურვილით ამართლებდნენ.
არსებული მონაცემებით, შვეიცარიის 7,8 მილიონი მოქალაქიდან ორ მილიონს სახლში საბრძოლო იარაღი აქვს.