ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ბომბი სკოლის მახლობლად მდებარე კონტეინერში იყო ჩადებული.

იტალიის ქალაქ ბრინდიზის ლიცეუმის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი გოგონა დაიღუპა და 7 ადამიანი დაიჭრა.

იტალიის ხელისუფლებამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელიც ხელისუფლების განცხადების თანახმად, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ბომბი ლიცეუმში სტუდენტების მისვლის დროს აფეთქდა. ამ სასწავლებელს მაფიასთან მებრძოლი პროკურორის სახელი ჰქვია.

ბომბი სკოლის მახლობლად მდებარე კონტეინერში იყო ჩადებული.

XS
SM
MD
LG