ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ


ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ
ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ

თავდასხმა ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა.

ავღანეთში შეიარაღებულმა პირმა ნატოს შეიარაღებული ძალების ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა.

დაღუპულებისა და თავდამსხმელის ვინაობის შესახებ დეტალები უცნობია. ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმა ქაბულში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა. ხუთი დღის წინ ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ყურანის დაწვის გამო შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა.

ჩრდილოეთ ავღანეთში გაეროს შტაბბინას აღშფოთებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ქვები დაუშინეს.

ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ყუნდუზში განხორციელებული თავდასხმის დროს 3 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.

XS
SM
MD
LG