როგორც ინდონეზიის ოფიციალური პირები აცხადებენ სუმატრაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი თვრამეტივე ადამიანი დაიღუპა.
სამაშველო რაზმის წევრები აცხადებენ, რომ თვითმფრინავში 14 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იყო. აქედან 4 ბავშვი.
ესპანური წარმოების თვითმფრინავი ქალაქ მედანიდან სუმატრას კუნძულზე მიფრინავდა. პილოტმა განგაშის სიგნალი გააგზავნა და შემდეგ რადარიდან გაქრა.
მაშველებმა თვითმფრინავი პარასკევს აღმოაჩინეს, თვითმფრინავის კორპუსი არ იყო დაზიანებული, ხოლო მგზავრები შეკრული ღვედებით იპოვნეს.