ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქებმა სირიის გემი დააკავეს


თურქებმა სირიის გემი დააკავეს

ამის ფონზე საპროტესტო აქციების დროს პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა 11 ადამიანი მოკლეს.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რესეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დააკავეს სირიის გემი რომლის საშუალებით იარაღი გადაჰქონდათ სირიაში.

როგორც თურქეთის საინფორმაციო იუწყება, ბატონმა ერდორანმა პარასკევს ნიუ იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთი სირიისკენ მიმავალ ნებისმიერი სახის საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო ტრანსპორტს შეაჩერებს და დააკავებს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა შეწყვიტა მოლაპარაკება სირიასთან და გეგმავს სიირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ევროკავშირმა პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადის მთავრობის მიმართ დააწესა სანქციები ნავთობის ინვესტიციებისა და სირიის ცენტრალური ბანკისთვის ახალი ბანკნოტების მიწოდების ირგვლივ.

ამის ფონზე, საპროტესტო აქციების დროს პარასკევს სირიის უშიშროების ძალებმა 11 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG