ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში თვითმფრინავი ჩამოვარდა


ჩილეში თვითმფრინავი ჩამოვარდა
ჩილეში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავიალაინერის ნამსხვრევები ხუან ფერნანდესის კუნძულების მახლობლად აღმოაჩინეს.

ჩილეს ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც პოპულარული სატელევიზიო გადაცემის წამყვანიც იჯდა ჩილეს შორეული კუნძულის მახლობლად ცამოვარდა. დაიღუპა 21 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიალაინერის ნამსხვრევები ხუან ფერნანდესის კუნძულების მახლობლად აღმოაჩინეს.

კატასტროფის რაიონში ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავმა ორჯერ უშედეგოდ სცადა დაშვება, შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარდა.

ჩილეს ტელეარხის წამყვანი ფილიპე კამიროაგა კუნძულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის გაკეთებას აპირებდა, რომელიც შარშან მიწისძვრამ და ცუნამიმ დააზარალა.

XS
SM
MD
LG