ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარასკევს დემოკრატიულმა უმრავლესობამ სენატში ჩააგდო რესპუბლიკელების მიერ შემოტანილი პროექტი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებს მოუწოდებს, შეთანხმდნენ სახელმწიფო ვალის ლიმიტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ კვირას სახელმწიფო დეფოლტის საფრთხის წინაშე დადგება.

თავის ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე პარტია ახლოსაა შეთანხმებასთან. თუმცა პარასკევს დემოკრატიულმა უმრავლესობამ სენატში ჩააგდო რესპუბლიკელების მიერ შემოტანილი პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო 14,3 ტრილიონი დეფიციტის კიდევ 900 მილიარდი დოლარით გაზრდას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG