ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აზერბაიჯანის თვითმფრინავი ჩამოვარდა


ავღანეთში აზერბაიჯანის თვითმფრინავი ჩამოვარდა

აზერბაიჯანის თვითმფრინავები არ შედიოდა კოალიციური სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, აზერბაიჯანის სატვირთო თვითმფრინავი, რომელზეც ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ავღანეთის აღმოსავლეთში მთიან რაიონში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა და ქაბულის ჩრდილოეთით ფარვანის პროვინციაში განიცადა კატასტროფა.

თალიბების მტიკიცებით, თვითმფრინავი მათი ჩამოგდებულია, თუმცა ისინი ყოველთვის აზვიადებენ თავიანთ სამხედრო წარმატებებს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცახდებით, აზერბაიჯანის თვითმფრინავები არ შედიოდა კოალიციური სამხედრო ძალების შემადგენლობაში.

XS
SM
MD
LG